თბილისში ”კორ სტანდარტ ბანკის” აბრები ახლით შეიცვალა

თბილისში ”კორ სტანდარტ ბანკის” აბრები ახლით შეიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, რებრენდინგის შემდეგ ბანკის ახალი სახელია ”ტერაბანკი”.

”ხის დეტალები, რბილი ავეჯი და დეკორატიული ბუხარი - ასეთ ინტერიერს ნახავთ ”ტერაბანკის” ავლაბრისა და პეკინის ფილიალებში უკვე 24 მაისიდან. ბანკის ფინანსური სახლის კონცეფცია მომხმარებლის სტუმრის სტატუსით მიღებასა და საბანკო მომსახურების სახლის გარემოში გაწევას ითვალისწინებს. აქ ყველაფერი უშუალობასა და სტუმართმოყვარობაზე მეტყველებს, ვინაიდან ახალი ”ტერაბანკისთვის” მთავარი მომხმარებელთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებაა.

სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ზრუნავენ ბანკის თანამშრომლები, რომელთა მთავარი მიზანიც მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა და უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურების შეთავაზებაა”, - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.

მათივე თქმით, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესება და სრულიად ახალი საბანკო სივრცის შექმნა გახდა ბანკში რებრენდინგის დაწყების წინაპირობა.

”ერთი წლის წინ შეცვლილმა ბიზნესსტრატეგიამ და ახალი სამიზნე სეგმენტის - მცირე და საშუალო ბიზნესის- განსაზღვრამ, ბანკი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გაჩნდა საჭიროება, რომ მომხმარებლისთვის განახლებული გარემო და პირობები შეეთავაზებინათ. რებრენდინგის პროცესიც სწორედ საბანკო პროცედურების დახვეწითა და გაუმჯობესებებით დაიწყო. დაემატა და განვითარდა ახალი პროდუქტები და დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი - როდესაც საზოგადოებამ ახალი ტერაბანკი უკვე თავად უნდა გაიცნოს. პირველ ეტაპზე ტერაბანკის განახლებული ავლაბრისა და პეკინის ფილიალები მიიღებს მომხმარებლებს, დანარჩენი ფილიალები კიწლის ბოლომდე ახალი დიზაინით გარემონტდება. ”ტერაბანკში” მიმდინარე პროცესს მხარს უჭერს დამფუძნებელი კომპანია - დაბი ჯგუფ, რომელიც ბანკს 2008 წლიდან ფლობს. ბანკის ძირითადი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი - ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელიც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას ფლობს და, როგორც ცნობილია, ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს”, - ნათქვამია ბანკის პრესსამსახურის განცხადებაში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა