მარნეულის მუნიციპალიტეტი 26 მაისისთვის გრანდიოზულად ემზადება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ მარნეულში, გამგეობის წინ, ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართება. ღონისძიების პირველი ნაწილი დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით, მეორე ნაწილი კი კულტურულ ღონისძიებას დაეთმობა, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.
მაყურებლის წინაშე წარდგებიან როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შავფაროსნები და ჯგუფი „ჩვენებურები“, რომელიც მაყურებელს თეატრალიზებულ მსვლელობას შესთავაზებენ. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან კულტურის ცენტრთან არსებული მომღერალთა გუნდი „ხუჯაბი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ და „ენგური“, ხალხური სიმღერის ანსამბლი „იბერია“ – აკაკი ლობჟანიძისა და გიორგი ხელაძის ხელძღვანელობით, ანსამბლი „სარვანი“, შაბან მამედოვი; ქეთა წიკლაური, ანარ ასკეროვი და ოთო ნემსაძე.