”გალფი” დღეს Gulf Club-ის წევრებისთვის მორიგ გათამაშებას გამართავს

ნავთობკომპანია ”გალფი” Gulf Club-ის წევრებისთვის წამოწყებულ გათამაშებას დღეს, 2 ივნისს, 22:30 საათზე, GDS-ის პირდაპირ ეთერში გამართავს.

ნავთობკომპანია ”გალფმა” Gulf Club-ის წევრებისთვის წამოწყებულ წამახალისებელ გათამაშებაში „1000 ლიტრი გალფისგან“ გამარჯვებული პირველი 7 ადამიანი უკვე დააჯილდოვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”გალფიდან” აცნობეს, გამარჯვებულები წინა ხუთშაბათს GDS-ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდნენ. თითოეულ გამარჯვებულს საჩუქრად 1000 ლიტრი სასურველი საწვავის ტალონი გადაეცათ. წამახალისებელი გათამაშება „1000 ლიტრი საწვავი გალფისგან“ 1 კვირაა მიმდინარეობს და 1 თვის მანძილზე გაგრძელდება.

შემდეგი გათამაშება კი დღეს გაიმართება. მიმდინარე ბილეთების შემოწმება მომხმარებელს პროექტის ვებგვერდზე www.GulfClub.ge და ასევე Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში შეეძლება.

ნავთობკომპანია ”გალფის” ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად გამოვლინდება 7 გამარჯვებული, თითოეული მათგანი კი 1000 ლიტრი საწვავით დასაჩუქრდება.

”წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ყოველი 25 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა). აუცილებელია თან იქონიოთ Gulf Club ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ გალფ კლუბის წევრი, ბარათს მიიღებთ გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან შეგიძლიათ ბარათის მოთხოვნის გაკეთება ონლაინ რეჟიმში”, - აცხადებენ კომპანიაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის