13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული - ჯერ არაფერი მიგვიღია, გარდა მეფურად გაღებული ბინის ქირისა

ჯერ არაფერი მიგვიღია, გარდა მეფურად გაღებული ბინის ქირისა, - ამის შესახებ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა დავით გურგენიძემ ჟურნალისტებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გურგენიძემ აღნიშნა, პირადად მათ სახელმწიფო ბინის ქირაში 800 ლარს უხდის.

როგორც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა აღნიშნა, მისი მოთხოვნაა, რომ წყალდიდობასთან დაკავშირებით მიღებული საკრებულოს დადგენილება აღსრულდეს და ვისაც სახლი დაენგრა, კომპენსაცია მიიღოს.

„სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება იყო მხოლოდ ზეპირი სახით და არა წერილობით, რაც არასერიოზულია. ეს შემოთავაზება იყო შეურაცხმყოფელიც კი. მე მქონდა სამსართულიანი სახლი და ეს ზეპირი შემოთავაზება კი არ იყო ადეკვატური იმისა, რაც მე სტიქიის შედეგად გამინადგურდა. ჩვენ ვითხოვთ საკრებულოს დადგენილების აღსრულებას, რომელიც წყალდიდობასთან დაკავშირებით არის მიღებული, ანუ ვისაც სახლ-კარი დაენგრა, მან მიიღოს კომპენსაცია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის