ნათია გუჯაბიძე - ცრუ ბრალდებები ჩემთვის იოლი გადასატანი არ ყოფილა, თუმცა ვიძლევი პირობას, რომ ეს განსჯაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მორალურად იოლი გადასატანი ნამდვილად არ ყოფილა, ეს ჩემს განსჯაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს, - ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთმა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რითაც მის წინააღდმეგ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ”იმისთვის, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირცდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც ბუნებაში არ არსებობს”.

”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამავე დროს საქართველოს პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არათუ ახლა, არამედ ჩემი 11 წლიანი სამოსამართლო მოღვაწეობის მანძილზე არასოდეს არ მიმდინარეობდა არანაირი საჩივრის საფუძველზე. არ მიმდინარეობდა ასევე არანაირი მოკვლევა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი დევნა, დისციპლინური სახდელი ჩემი მისამართით არ მიმდინარეობს და არ ყოფილა გამოყენებული. თქვენს მიერ გასაჯაროებისთვის მოთხოვნილი სარეკომენდაციო ბარათს ვერ გავასაჯაროებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ ჰქონია.

მიუხედავად ამ ცრუ ბრალდებებისა, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი ინსინუაციებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მორალურად იოლი გადასატანი ნამდვილად არ ყოფილა, ეს ჩემს განსჯაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს. მინდა იყოთ მშვიდად, ვერ დამჯაბნის ვერანაირი ემოცია, ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი”, - მიმართა ნათია გუჯაბიძემ ”რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებს.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ ”ყველა ეს ცრუ ბრალდება მიმართულია, როგორც მისი, ისე მთელი სასამართლოს სისტემის წინააღდმეგ, მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მიზნით”.

”ვიძლევი საჯაროდ პირობას, დავრჩები ბოლომდე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რასაც მარტო კანონი კი არა, სამართალი და კანონი ერთდროულად მიკარნახებს”, - განაცხადა მოსამართლემ.

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან ”რუსთავი 2”-ის ადვოკატები - თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი პროცესზე არ დაუშვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა