iPhone+ მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გაყიდვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს

iPhone+ ის ადმინისტრაცია მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გაყიდვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც iPhone-ის განცხადებაშია ნათქვამი, 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კომპანია მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას და მათ ფილიალებში საგამოძიებო სამსახურის შესვლას ”კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილ ქმედებას” უკავშირებს.

”2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, კომპანია iPhone+ ის (აიპლუსის) ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური.

როგორც საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად ტელეფონები იმ მიზნით, რომ დადგინდეს, ახალია თუ არა.

წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი, სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება, რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს.

თუმცა საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნთქვამია, რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია.

ვფიქრობთ, აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიის. ეს არის ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის, როგორიც ბიზნესია.

ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედება, კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმცა მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფატს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე.

საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება iPhone+-ზე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან.

უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს.

კომპანიის ყველა ფილიალი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას 15:00 საათიდან”, - აცხადებენ iPhone+ ის ადმინისტრაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია