ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში კომპოზიტორ ლიანა ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
როგორც ”ინტეპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობდნენ: ანსამბლი „ორერა“, მომღერალი ირმა სოხაძე, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და სხვა ცნობილი სახეები.
კომპოზიტორს იუბილე მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საღამო შემოქმედის ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა.
ღონისძიება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და კულტურის ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით და ორგანიზებით ჩატარდა.