თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.

თავდაცვის უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

როგორც ცნობილია, ანა დოლიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრად წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ დოლიძის კანდიდატურა ჩააგდო. დოლიძესთან ერთად პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ასევე მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა