გარემოსდაცვით პრობლემებზე სახალხო დამცველმა საჯარო დებატები გამართა

თემაზე “გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში” სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვის მთავარ საკითხს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ხარვეზები და სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული დარღვევები წარმოადგენდა.

დებატებზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი თათული თოდუა, რომელმაც მთავარ პრობლემად გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადების დაბალი ჩართულობა დაასახელა. თოდუამ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემისას კანონით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხების გათვალისწინების საკითხები, სამშენებლო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები განიხილა. ისაუბრა უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემების არსებობაზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შარაშიძემ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროში უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების თანახმად გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედ კანონში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ აღნიშნა, რომ ხარვეზიანი კანონმდებლობის არსებობის პარალელურად არ ხდება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, „მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებული კანონი ძალაში შესვლის შემდეგ მუდმივ განვითარებას და პერიოდულ განახლებას საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა და არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა, აღნიშნა, რომ აუცილებელია უფრო მეტად გაფართოვდეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების სია, რომელთა განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნის წარმოდგენა სავალდებულო გახდება.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“–ის ორგანიზებით იმართება და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.

InterPressNews.Ge

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა