ეი-ბი-სი ფარმაცია, სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“ ეხმაურება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას

კომპანია ეი-ბი-სი ფარმაცია, სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“ ეხმაურება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 29.06.2016 წ გავრცელებულ განცხადებას (ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი’’ს მიერ 2016 წლის 28 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიასთან (საჯარო მოხელე vs მეწარმე?(R)) და გამოთქვამს შეშფოთებასა და წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო პირი ასეთ დისკრედიტაციულ და აშკარად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს კონკრეტული კერძო კომპანიის წინააღმდეგ, რაც არ შეეფერება საჯარო მოხელის პოზიციას და აქვეითებს საჯარო სამსახურის სტატუსს საზოგადოებაში

ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია ამგვარი განცხადება ჩვენი კომპანიის მიმართ. ვთვლით, რომ ეს სტატია ცალსახად ადასტურებს და ხაზს უსვამს კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან სუბიექტურ დამოკიდებულებას, აშკარა ანტიპათიას და აგრესიას სააფთიაქო ქსელი ფარმადეპოს მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადად ფარმაცევტული სფეროს განვითარებაში. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და იცის, თუ რა შვება მისცა „ფარმადეპოს“ გამოჩენამ პირადად თითოეულ პაციენტს. დღესაც ვამაყობთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებითა და უამრავი მიღებული მადლობის წერილით.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 29.06.2016წ. განცხადების გავრცელება, რომელიც ვითომდა ჩვენი წერილის საპასუხოდ გაკეთდა, წარმოადგენს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ქმედებას“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 18), რომელიც მიმართულია მაღალი რეპუტაციის მქონე კერძო კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად „ფარმადეპო“ აუცილებლად დაიცავს თავის რეპუტაციას და მიმართავს ყველა შესაბამის ზომას მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის