მერიასა და თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი, ერთი მხრივ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორე მხრივ, შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორმა ანზორ შარაშენიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის საგანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობის მიზნით.

მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები.

InterPressNews.Ge

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა