ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი ამ პერიოდის განმავლობაში სახლში იყვნენ და ამჟამადაც უსაფრთხოდ არიან.
”საელჩომ მოახერხა დაკავშირება მათ ახლობლებთან, რომლებიც ამ ოჯახს იცნობდნენ და რომლებმაც შემდეგ მოახერხეს დაკავშირება 4 ქართველთან. აღმოჩნდა, რომ სახლში იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ამ დროის მონაცემებით ისინი უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ”, - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.
იხილეთ ვიდეო: ოთხ ქართველი, რომლებსაც ნიცაში ეძებდნენ, იპოვეს