პროკურორი - ნიცელი ტერორისტი სპეცსამსახურებისთვის უცნობი იყო

საფრანგეთის პროკურორი ფრანსუა მოლენი ადასტურებს, რომ პირი, ვინც ნიცაში ტერაქტი განახორციელა და 84 ადამიანი იმსხვერპლა, მოჰამედ ლაჰუაეჯ-ბუხლელია. ამის შესახებ „ფიგარო“ იუწყება.

პროკურორის განცხადებით, მოკლული ტერორისტი სრულიად უცნობი იყო სპეცსამსახურებისთვის და არასოდეს გამოუვლენია რადიკალიზმი.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის მოჰამედ ლაჰუაეჯ-ბუხლელს საფრანგეთისა და ტუნისის მოქალაქეობა ჰქონდა. დღესვე მისი სავარაუდო ფოტოც გამოქვეყნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს