დიმიტრი ქუმსიშვილი - თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ხვალ საქართველოს დელეგაცია თურქეთს ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, საქართველოს დელეგაციას ხვალ თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები ექნება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდნახევარ დოლარს. შესაბამისად, თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, ხვალ, თურქეთში გვექნება მაღალი დონის შეხვედრები. დარწმუნებულები ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა