ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მოსაზრებით, თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ თურქეთში დასაკავებელ პირთა სია ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე იყო გამზადებული.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.

„ისე ჩანს, თითქოს რაღაცა წინასწარ იყო გამზადებული. სიები ხელმისაწვდომია, რაც მიუთითებს, რომ წინასწარ იყო გამზადებული და მისი გამოყენება გარკვეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო“, - განახადა იოჰანეს ჰანმა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს 6 000-მდე ადამიანი, მათ შორის მოსამართლეებიც.

„ძალიან შეშფოთებული ვარ, ეს სწორედ ის არის, რისიც გვეშინოდა“, - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო