საქართველო, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს

საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparify, გამოაქვეყნა არასამათავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის რეიტინგი. Transparify-მ 2016 წელს მსოფლიოს 47 ქვეყანაში200 ორგანიზაცია შეაფასა ფინანსური გამჭვირვალობის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები განსაკუთრებით გამჭვირვალეა. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ლიდერია ფინანსების გამჭვირვალობით. მაქსიმალური, 5-ქულიანი, შეფასებით, 10 ორგანიზაციიდან შვიდმა ხუთი ქულა მიიღო. ეს ორგანიზაციებია: პი ემ სი კვლევითი ცენტრი (PMC Research), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ჯამპსტარტ ჯორჯია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

რეიტინგის თანახმად, საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციები უტოლდებიან ისეთ საერთაშორისო ევროპულ ორგანიზაციებს როგორიცაა: Transparency International EU (ბელგია), European Centre for Development & Policy Management (ჰოლანდია),German Development Institute (გერმანია),World Economic Forum (შვეიცარია) და ა.შ.

„კვლევითი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაში. ჩვენ ვეხმარებით მთავრობებს, მიიღონ ინფორმირებული და გაანალიზებული გადაწყვეტილებები. ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია, ვიყოთ მაქსიმალურად სანდო და დამაჯერებელი, რაც წარმოუდგენელია გამჭვირვალობის გარეშე“, განმარტა PMC Research-ის კვლევითი მიმართულების დირექტორმა მაია გრიგოლიამ.

გრიგოლიას თქმით, „აუცილებელია, რომ ინფორმაცია ჩვენი პროექტების და დაფინანსების წყაროების შესახებ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვისა და დონორებისთვის. ღიაობა სასარგებლოა, პირველ რიგში, ორგანიზაციებისთვის. ჩვენი შრომა ახლა უფრო მეტად სანდო და დაფასებულია, პოლიტიკის შემმუშავებლები და მოქალაქეებიც უფრო ყურადღებით უსმენენ გამჭვირვალე ორგანიზაციებს“.

ორგანიზაციები, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ გამჭვირვალობის გარკვეული დონისთვის, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ იგი რთულად მიღწევადია. თუმცა, ეს პროცესი გაცილებით მარტივია დღესდღეობით. ამისთვის საჭიროა, ინფორმაცია დაფინანსების წყაროსა და პროექტის შესახებ განთავსდეს ვებ გვერდზე, ყველასთვის მარტივად მისაგნებ ადგილას.

დეტალური ინსტრუქციებისთვის, ეწვიეთ Transparify-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.transparify.org

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა