ყველა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე, როცა პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ აინტერესებდა პოლიტიკური ძალების, მათ შორის ჩემი აზრი, მე მას შევხვედრივარ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ე.წ. კაბელების საქმეზე პრეზიდენტს უკვე შეხვდა.
ალასანიას ინფორმაციით, ბოლოს პრეზიდენტს მაშინ შეხვდა, როცა საქართველოში აშშ-ს დელეგაცია იმყოფებოდა
”თანამშრომლობა და კოლეგიალობა შენარჩუნებული გვაქვს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ვმუშაობდით ერთად, როგორც თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსადალი. ეს ურთიერთობა გრძელდება”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.