თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებს იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად 20 პროცენტისა”,- აღნიშნული შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, შეღავათი 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.
”თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართობს აქირავებს ფიზიკურ პირზე, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5% -იანი განაკვეთით, ნაცვლად მანამდე არსებული 20%-იანი განაკვეთისა. შეღავათი ფიზიკური პირებისთვის 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომ თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებს იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად 20 პროცენტისა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფიზიკური პირებისთვის საგადახადო ტვირთის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო მიმზიდველს გახდის უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორს”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.