მაკა ჩიჩუა დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გახსნას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დუშეთის კულტურის ცენტრში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის ფარგლებში, კინოჩვენებას დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეჟისორ ჰაიდი სპეკონიას გერმანული დოკუმენტური ფილმი „პეპე მუხიკა - გაკვეთილები ყვავილების ბაღიდან“.

მათივე ინფორმაციით, წელს ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საფესტივალო ფილმების ჩვენებებს თბილისსა და რეგიონებში, საქართველოში დოკუმენტური კინოს პოპულარაზიაციას და ფილმების მეშვეობით სხვადასხვა აქტუალური საკითხების წინ წამოწევას.

აღნიშნული ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება და მასპინძლობს კინოპროფესიონალებს, პროდუსერებსა და დისტრიბუტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში იმართება კინოჩვენებები, რომლის შემდეგაც ეწყობა დისკუსიები მაყურებელსა და ფილმის ავტორებს შორის, ასევე იმართება მასტერკლასები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია