”ახალი საქართველო” - ჯანდაცვის გამართულ მუშაობას სწორი დაგეგმარება, ეფექტური ადმინისტრირება და პროფესიონალი კადრები განაპირობებს

”სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის გამართულ და ნაყოფიერ მუშაობას პროგრამების სწორი დაგეგმარება, ეფექტური ადმინისტრირება და პროფესიონალი კადრები განაპირობებს.

მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზღვეულები ვიქნებით ასეულობით მილიონი ლარის გადახარჯვისგან.

”უწყება თავიდან აიცილებს სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის მიმართ მრავალთვიან დავალიანებას და მომსახურების ხარისხის დაქვეითებას”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ და ”ახალი საქართველოს“ ინიციატივები გააჟღერა.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კორექტირებისთვის საჭირო ნაბიჯები; ჯანდაცვის პროგრამების ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებით (სოფტებით) დროული და ეფექტური უზრუნველყოფა; სამედიცინო განათლებისა და დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების საკითხები; საქართველო - ჯანდაცვის განვითარების რეგიონული ჰაბი”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე განმარტებით, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯანდაცვის სფეროში, არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების უმოკლეს ვადებში დაძლევა.

ჩიხლაძის თქმით, საქართველო, დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ჯანდაცვის სფერო კი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

”ახალი საქართველოს“ ჯანდაცვის ჰაბი კი ორიენტირებულა, სწორედ იმაზე, რომ ქართული მედიცინა სწრაფად განვითარდეს, გახდეს ინოვაციური და იყოს მიმზიდველი მთელი რეგიონისთვის”, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

InterPressNews.Ge

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის