პირველად საქართველოში - Comedy Club თბილისს ეწვევა

20 აგვისტოს 19 საათზე სპორტის სასახლეში ტელეკომპანია TNT-ს ყველაზე პოპულარული პროექტის Comedy Club შოუ გაიმართება.

15-კომედიანტისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოში შოუმდე ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს ჩამოვა: პროექტის დამფუძნებელი გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუდინოვი, დემის კარიბოვი, ანდრეი სკოროხოდი, სოხუმში დაბადებული ზურაბ მატუა, ანდრეი ავერინი, დიმიტრი სოროკინი, მარინა კრავეცი, ჯგუფი USB, დიმიტრი გრაჩევი (სწორედ ის ასახიერებს პუტინს), ვარდან ზადოიანი.

სპორტის სასახლეში მისულ მაყურებელს 3-საათიანი შოუ დახვდება. Comedy Club წელს ტურნეში იმყოფება. საქართველოში ისინი სოჭიდან ჩამოვლენ და შოუს შემდეგ ერევანისკენ გააგრძელებენ გზას, სადაც უკვე 23 აგვისტოს გამართავენ შოუს.

პროექტის ღირებულებიდან გამომდინარე განისაზღვრა ბილეთის ფასიც - ბილეთის ყიდვას მაყურებელი 50-300 ლარის ფარგლებში შეძლებს. ონლაინ შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge, www.tkt.ge, ასევე ჭავჭავაძის 7-ში, მაღაზიაში “ბიბლუსი”

Comedy Club-ის ხუმრობის საგანს წარმოადგენს ყველაფერი: კავკასიელები და მათთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ვლადიმერ პუტინის პერსონა და მმართველობის სტილი, ადამიანური ურთიერთობები და სხვა.

პოპულარული იუმორისტული შოუ Comedy Club პირველად ეთერში 2005 წლის 23 აპრილს გავიდა. მას შემდეგ მათი სხარტი ხუმრობები, შეუდარებელი პაროდიები და ვირტუოზული იმპროვიზაციები მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რედაქტორებისთვის:

ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გაიმართება 19 აგვისტოს.

აკრედიტაციებისა და ცალკეული წინასწარი ინტერვიუებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ნიკა დვალიძე

5 99 30 14 10

Nickdvalidze@gmail.com

პროექტის მედია კოორდინატორი

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის