”ვითიბი ბანკში” ფულადი გზავნილების მიღება ინტერნეტ ბანკით არის შესაძლებელი

”ვითიბი ბანკში” სწრაფი ფულადი გზავნილების მიღება ინტერნეტ ბანკით გახდა შესაძლებელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, დღეისთვის ეს მომსახურება შვიდი სისტემის გზავნილზე - უნისტრიმი, ანელიკი, ექსპრესი, ინტელექსპრესი, ინტერექსპრესი, ლიდერი, კონტაქტი ვრცელდება.

”გზავნილის მიღების დროს ინტერნეტ ბანკის შესაბამის მენიუში გზავნილის საკონტროლო ნომრის, თანხის ოდენობის, გამომგზავნი პირის სახელი-გვარის, გამომგზავნი ქვეყნის დასახელების შეყვანის შემდეგ, კლიენტს შეუძლია თანხა ჩარიცხოს ნებისმიერ სასურველ ანგარიშზე და გაანაღდოს გზავნილი”, - აცხადებენ ”ვითიბი ბანკში”.

InterPressNews.Ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია