პროკურატურის რეკომენდაციის საფუძველზე, ყაზბეგის გამზირზე ნახევრად გადაჭრილი ხეების მოჭრისა და გატანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურის რეკომენდაციის საფუძველზე, ალექსანდრე ყაზბეგის ნომერ 22-ში 10 ნახევრად გადაჭრილი ხის მოჭრისა და გატანის პროცესი მიმდინარეობს.

ადგილზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც აღნიშნული სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ყაზბეგის 22-ში ხეების მოჭრის პორცესი შეაჩერა. ამ დროისთვის ადგილზე დარჩენილია 10 ნახევრად გადაჭრილი, ამორტიზირებული ხე. მისივე თქმით, 20 აგვისტოს თბილისის პროკურატურამ მერიას გაუგზავნა სარეკომენდაციო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ხეები შეიძლება წაიქცეს და გამიწვიოს მოქალაქეების ან მათი ქონების დაზიანება.

”თბილისის პროკურატურის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაცია შეგვესწავლა ამ ხეების მდგომარეობა და მიგვეღო გადაწყვეტილება. შევისწავლეთ მათი მდგომარეობა. ისინი ნახევრად გადაჭრილია, ამორტიზირებულია და არ არის ჯანმრთელი. არსებობს საფრთხე წაიქცეს და მოსახლეობა დააზიანოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მათი ტერიტორიიდან გატანის შესახებ”, - განაცხადა გიორგი უკლებამ.

კითხვაზე, რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა, უკლებამ განაცხადა, რომ ამ საკითხს პროკურატურა სწავლობს და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე