თედო ჯაფარიძე - ნატა ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, მე ვერ მოვუგონებ კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს

ნატა ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, მე ვერ მოვუგონებ კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის იმ მოსაზრებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ძალიან მალე აღიკვეთება სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან“.

ჯაფარიძის აზრით, ბილწსიტყვაობა, იქნება ეს კამერების წინაშე თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, მიუღებელია, თუმცა „ეს დამოკიდებულია ადამიანზე და იმაზე, თუ რა ოჯახში არის აღზრდილი“.

„ადამიანს, ფერაძე იქნება თუ თედო ჯაფარიძე, ვერ მოვუგონებ რაღაც კანონს, თუ როგორ უნდა ილაპარაკოს, რა უნდა თქვას. მე არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ამის დარეგულირება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა