ფილარმონიაში Nneka-ს კონცერტი გაიმართება

12 სექტემბერს ფილარმონიაში Nneka-ს (ნნეკა ლუსია ეგბუნა) კონცერტი გაიმართება. პროექტის ორგანიზატორია Funday Entertainment, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურის სამინისტრო, „ჯეოვოისი“, სასტუმრო „რუმსი“ და რესტორანი “დაუნთაუნი” არიან.

„სალამი, მე ნნეკა ვარ. 12 სექტემბერს საქართველოში, ჩემს კონცერტზე გეპატიჟებით. აუცილებლად მოდით და გახდით ამ ჯადოსნური საღამოს მონაწილეები. მალე შევხვდებით“, - ასე მიმართავს ნნეკა თავის ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა წინაშეც სპეციალური პროგრამით - Walking to Tbilisi - წარსდგება. მომღერალი როგორც ახალ, ასევე ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებს.

ნნეკა ლუსია ეგბუნა 1980 წელს ნიგერიაში დაიბადა, 19 წლის კი გერმანიაში გადასახლდა. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტია 2008 წელს გამოსული Walking. დღეისთვის ნნეკას 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველი მათგანი Victim of Truth 2005 წელს გამოვიდა. Sunday Times-მა მისი მუსიკა ძალიან დადებითად შეაფასა. 2015 წელს გამოსული ალბომი My Fairy Tales ნნეკას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ალბომი რეტრო გრუვის სტილით გამოირჩევა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა