ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლე - ჩემი ქმარი უდანაშაულოა

ერთადერთი, ახლა რისი იმედიც მაქვს ეს არის სასამართლო და ღმერთი, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლემ, ნუკა ჩიკვაიძემ განუცხადა.

როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, მისი ოჯახი კონკრეტულად არავის არ უპირისპირდება და აშკარად რაღაც გაუგებრობაში მოხვდა. ჩიკვაიძის თქმით, არ იცის, თუ სად და როდის დაიგეგმა მისი მეუღლის დაკავება.

”როცა დაიწყება პროცესები ის ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი აუცილებლად მოვლენ და ჩვენს გვერდით დადგებიან. ჩემი თვალით რომ არ მენახა ეს უკანონობა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემს ქმარს შეეხებოდა თუ სხვა ადამიანის მიმართ იქნებოდა, ასეთი უსამართლობის დანახვის შემთხვევაში ვერ გავჩუმდებოდი. ახლა ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს არის მოსამართლე და ღმერთი. ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა იზეიმებს, მაგრამ იქნებ გირაოთი მაინც გამოუშვან, რადგან ჩემს მეუღლეს არ აქვს ისეთი მძიმე ბრალდება, რომ მაინცდამაინც პატიმრობა მიუსაჯონ და ციხეში გაუშვან. მითუმეტეს, რომ იგი უდანაშაულოა, მის თავისუფლებად ყველაფერი გვიღირს”, - განაცხადა ნუკა ჩიკვაიძემ.

ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის