კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" წევრი ორგანიზაციების განცხადება

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" წევრი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებში პრიორიტეტული ადგილი დაუთმონ განათლების სისტემის განვითარების საკითხებს.

ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ფორმირება შეუძლებელია ხელმისაწვდომი, რეალისტური და თანმიმდევრული პოლიტიკის გარეშე, რომელიც მიმართულია ხარსხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.

განათლების სფეროში, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია ქვეყნის ყველა მოქალაქე: 600 000-მდე მოსწავლე, 60 000-მდე მასწავლებელი, 150 000-მდე სტუდენტი, 8000-მდე პროფესორ-მასწავლებელი და მათი ოჯახის წევრები. შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ხედვაში განათლების მიმართულების პრიორიტეტულობა და ადეკვატური გაშლა საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიების პროგრამებში სიღრმისეულად იყოს განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა: განათლების ხარისხის განვითარება, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დაფინანსება, განათლების სფეროს მართვა, პედაგოგთა კორპუსის განვითარების პოლიტიკა, განათლების უწყვეტობა, განათლების ინტერნაციონალიზაცია, მეცნიერება და კვლევა და სხვ.

ასევე აღვნიშნავთ, რომ შედეგებზე ორიენტირებული განათლების განვითარების პოლიტიკის ფორმირება მოითხოვს პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას და კონსენსუსზე დამყარებული ხედვების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ პარტიებს მეტად ითანამშრომლონ განათლების პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

კოალიცია, თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიებს აღმოუჩინოს მხარდაჭერა განათლების პროგრამების განხილვისა და განვითარების საკითხებში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოალიცია გამართავს პრესკონფერენციას 2016 წლის 8 სექტემბერს, 12:00 საათზე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქ. 5

კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ 12 ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც საქმიანობს 2013 წლიდან. მისი მისიაა ხელი შეუწყოს განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის განვითარებას საქართველოში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა