2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია, ”ეროვნული ფორუმი” სიის პირველ ოცეულს აქვეყნებს. პარტიული სიის პირველი ნომერი კახაბერ შარტავაა, შემდეგ მოდის გუბაზ სანიკიძე, რევაზ შავიშვილი, ანი მიროტაძე და მალხაზ ვახტანგაშვილი.
რაც შეეხება პარტიის სხვა კანდიდატებს, მათი რიგითობა ასე გადანაწილდა: კახა ჩაკვეტაძე, გიორგი ხეჩინაშვლი, ავთანდილ დავითაძე, თემურ მაისურაძე, ზურაბ ჩიკვაძე, შორენა ბუხრაშვილი, გელა გელაშვილი, ოთარ ხარჩილავა, გურამ მჭედლიძე, დავით ანანიძე, შოთა იამანიძე, არმენაკ ფოლორჩიანი, ელდარ ხალვაში, ნანა ქვრივიშვილი, ვახტანგ შუკვანი.