კომპანია „სოკარის“ ბათუმის კომპლექსური ავტოგასამართი სადგური „სოკარ-მაკდონალდსი“ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ათ ბენზინგასამართ სადგურებს შორის დასახელდა

როგორც კომპანია სოკარი-დან გვაცნობეს ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ მიერ გამოქვეყნებული ათეულის თანახმად ბათუმში მდებარე სოკარის კომპლექსური ბენზინგასამართი სადგური „სოკარ-მაკდონალდსი“ მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართ სადგურებს შორის მეოთხე პოზიციაზე დასახელდა.

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორის დავით ზუბიტაშვილის განცხადებით აღნიშნული სადგური თავისი დიზაინური და არქიტექტურული გადაწყვეტით მართლაც უნიკალურია. აქ განლაგებულია როგორც ავტოგასამართი სადგური, ასევე სწრაფი კვების მსოფლიოში უპირობოდ აღიარებული მაკდონალდსის ობიექტი. მეორე სართულზე განლაგებულია 600 მ2 ულამაზესი ყვავილების ბაღი, რაც მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. გასამართ სადგურს გარს აკრავს 3000 მ2 სათანადოდ გაფორმებული წყლის აუზი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით დამსვენებლებისთვის. სოკარის კუთვნილი აღნიშნული ობიექტი ადრეც იყო დასახელებული მაკდონალდსის რესტორნების მსოფლიო ქსელის 33000 ობიექტს შორის №1 ობიექტად.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია