გიორგი კასრაძე ”თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პასუხობს

საქართველოს ”პატრიოტთა ალიანსის” ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კასრაძე ”თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პასუხობს.

კასრაძის განცხადებით, ჭიათურის პოლიტიკურ ასპარეზზე მისმა გამოჩენამ, ბევრ კონკურენტს უსიამოვნო შეგრძნება გაუჩინა.

”თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცის, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ვებრძოდი უსამართლობას. დღესაც ამ ბრძოლაში ვარ და არავის მივცემ უფლებას ჭიათურას და ჭიათურელებს უღირსად მოექცნენ. რამდენიმე კანდიდატი არასამართლიან მეთოდებს იყენებს, მათ შორის ”თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის მსურველიც. თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორისაა, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაც სოფელ მორძგვეთში. ის ფაქტი, რომ ხიდი აღადგინეს ამაში ბუნებრივია ცუდი არაფერია, რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი და საარჩევნო კოდექსი, რომელიც კანდიდატებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. მთელმა ჭიათურამ იცის, რომ გაფრთხილებულია ცენტრალური ავტოსადგურის აბსოლუტურად ყველა მძოლი, არ მოემსახურონ სხვა მაჟორიტარ კანდიდატებს. ეს იცის ქალაქმა, ამაზე საუბრობს ყველა. მე წავიკითხე თეიმურაზ გაფრინდაშვილის წერილი და მზად ვარ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერში დებატების პრინციპით დავუმტკიცო ზემოთ ხსენებული ფაქტების სინამდვილე”, - განაცხადა კასრაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია