ლონდონის Saatchi Gallery-ში ქართველი ხელოვანის, ბესო უზნაძის სოლო პროექტი იქნება წარმოდგენილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-18 სექტემბერს, ლონდონის Saatchi Gallery-ში, START-ის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე, თანამედროვე ქართველი ხელოვანის ბესო უზნაძის სოლო პროექტი იქნება წარმოდგენილი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის წარმდგენია გალერეა - Project ArtBeat.

START თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაა, რომლის მიზანია, კოლექციონერებსა და კურატორებს წარუდგინოს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ხელოვანები და გალერეები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

”START-ის ხელოვნების ბაზრობაზე ბესო უზნაძის ახალი ფოტოსერია იქნება გამოფენილი, სადაც ავტორი ყვავილების გამოსახულებებსა და ბუნებრივი სამყაროს ესთეტიკას იყენებს. მისი შთაგონების წყაროა ბუნება და ცოცხალი ორგანიზმები - მცენარეები და ყვავილები. ხელოვანი აქცენტს ესთეტიკურად მიმზიდველ დეტალებზე აკეთებს და მათ ინდივიდუალური ტექნიკის გამოყენებით, სკულპტურისა და ფერწერის ზღვარზე აერთიანებს.

ბესო უზნაძე ლონდონში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრები ლონდონის National Portrait Gallery-ში რამდენჯერმე იყო გამოფენილი. 2014 წელს Project ArtBeat-მა უზნაძის ნამუშევრები ჯერ სტამბულში, Contemporary Istanbul-ზე, 2015 წელს კი ნიუ-იორკში, Pulse-ის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგინა.

Project ArtBeat 2014 წელს დაარსდა. ეს არის ინოვაციური წამოწყება ქართული ხელოვნების სფეროში, რომლის მიზანია საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მოღვაწე ხელოვანები და მათი ნამუშევრები. Project ArtBeat უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს START-ის ხელოვნების ბაზრობაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

InterPressNews.Ge

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა