თელავს შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის სტრატეგიული გეგმა ექნება

თელავს, უახლოეს მომავალში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის 5-წლიანი სტრატეგიული გეგმა ექნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმის შემუშავებაში თელავის თვითთმმართველობას პოლონური მხარე ეხმარება.

"ახლო მომავალში პოლონეთიდან ჩვენი პარტნიორები ჩამოდიან, რომლებიც, ხუთწლიანი გეგმის შემუშავებაში დაგვეხმარებიან, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქალაქი მაქსიმალურად ადაპტირებული ნებისმიერი საჭიროების მოქალაქისთვის", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს სხვადასხვა სამსახურში 12 სპეციალური საჭიროების მქონე პირი დასაქმდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია