ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია გარდაიცვალა

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისი ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ფოცხვერია გუშინ გვიან, 23:00 საათისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიღუპა.

კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობას გადიოდა.

ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი ტარიელ ფოცხვერია, იგივე "ტარასა" ციხის ბუნტის ბრალდებით 2007 წელს უკრაინაში დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა, სადაც მას ბრალად "კანონიერი ქურდობა" და თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობა წაუყენეს. შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა 2014 წელს, თბილისის მე-9 საავადმყოფოში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, ისევ დააკავეს.

ტარიელ ფოცხვერიას ქუთაისში ხვალ გადაასვენებენ. ის 57 წლის იყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია