ზაზა ხუციშვილი - 40 ტუალეტის შესახებ ჩემი განცხადება სხვანაირად შეფუთეს

40 ტუალეტის შესახებ ჩემი განცხადება სხვანაირად შეფუთეს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა ”იბერიას” ეთერში განაცხადა.

როგორც ზაზა ხუციშვილმა განმარტა, „ტუალეტები ახსენა იმ კონტექსტში, რომ საქართველოში, მათ შორის თბილისში უამრავი ტურისტი ჩამოდის“.

მისივე განმარტებით, სწორედ ამის გათვალისწინებით აპირებს თბილისის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებას.

”40 ტუალეტის შესახებ ჩემი განცხადება გამოყენებული იყო ისე, რომ სხვანაირად შეფუთეს. მე ჩამოვთვალე ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ ჰპირდება ქვეყანას. ვახსენე, რომ შემოსულია უამრავი ტურისტი, როგორც შავი ზღვისპირეთში ასევე თბილისში, რაც ძალიან კარგია. აქვე მოვაყოლე ის, რომ მერია გამოაცხადებს უახლოეს მომავალში ტენდერს. არ მითქვამს რომ უნდა აშენდეს, ეს აშენდება და მერიის საქმეა. მე უბრალოდ გავაჟღერე რომ ეს ტენდერი უახლოეს მომავალში ცხადდება,” - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე