სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი - სამხრეთ კორეას კიმ ჩენ ინის ლიკვიდირების გეგმა აქვს შემუშავებული

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლიკვიდირების გეგმა აქვს შემუშავებული, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საპარლამენტო მოსმენებზე სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ჰან მინ გუმ განაცხადა.

მისი ცნობით, შექმნილია სპეცდანიშნულების ძალების ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდირების ოპერაციას ჩაატარებს.

თავდაცვის მინისტრმა დააადასტურა, რომ აღნიშნული გეგმა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ჩრდილოეთ კორეა მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„სამხრეთ კორეას აქვს იდეა და გეგმა გამოიყენოს სარაკეტო შესაძლებლობები, რათა მტრის ობიექტებზე იერიში მიიტანოს და გაანადგუროს მისი ლიდერები“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, სეული ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

ჰან მინ გუს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა მზად არის ჩაატაროს ბირთვული იარაღის მორიგი, მეექვსე ცდა. ბოლოს, ოფიციალურმა ფხენიანმა ბირთვული იარაღი დაახლოებით ორი კვირის წინ გამოსცადა, რასაც მსოფლიო საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია