Express pay-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ფასიანი ხდება

1-ელი ოქტომბრიდან „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატიდან მობილური სატელეფონო ბალანსის შევსება ფასიანი ხდება.

როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის პორტალ bpn.ge-ს „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ბაზარზე არსებულის შესაბამისი იქნება.

ამ დრომდე სხვა კომპანიების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე მობილური ბალანსის შევსების საკომისიო 4% იყო.

„საქართველოს ბანკის“ განმარტებით, უფასო იქნება ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაცია, მათ შორის მობილური ბალანსის შევსებაც.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.bpn.ge/finansebi/26872-eqspres-feis-stsrafi-charickhvis-aparatebi-fasiani-khdeba.html?lang=ka-GE

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია