ბიძინა ივანიშვილი - ინფორმაცია არ მაქვს, ისესხა თუ არა ფული ”ქართულმა ოცნებამ” “ბანკი ქართუსგან”

ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს ინფორმაცია არ აქვს, ისესხა თუ არა ფული ”ქართულმა ოცნებამ” “ბანკი ქართუსგან”.

”პირველად თქვენგან მესმის. თუ კანონი არ დაურღვევია, ეს ნორმალურია. გაუჭირდათ და აიღეს, დალხინებული კაცი სესხს არ იღებს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მთავარია ეჭვი არ გაჩნდეს, რომ მართველი პარტია პრივილეგიებით სარგებლობს.

ივანიშვილმა 2012 წელს დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”ქართულ ოცნებას” დაფინანსების მიღების ყველა წყარო შეუზღუდა.

”გახსოვთ მაშინ რამხელა რიგი იდგა ”ქართუ ბანკთან”. ეს არის ქართველი ხალხი, ახლაც დამბურძგლა, როგორი საამაყოა, რაც მაშინ მოხდა. აი სად ვიყავით, ნახეთ, სად ვიყავით მაშინ, კანონს კანონზე იგონებდნენ, ბეჭედს არტყამდნენ, რომ ფული არ დაგვეხარჯა. ახლა ნახეთ სად მოვედით, ჟურნალისტი მეკითხება მმართველმა გუნდმა ფული ისესხაო”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ”ქართულმა ოცნებამ” ბანკი ”ქართუსგან” მილიონი ლარი ისესხა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა