დიმიტრი ლორთქიფანიძე - მწვანე ენერგეტიკა ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაძალადევის N18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო „მწვანე ალტერნატივის“ მიერ ორგანიზებულკონფერენციაში, რომელსაც ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ წინასაარჩევნო პროგრამაში აპირებს „მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებას, რაც გულისხმობს განახლებადი, ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენებას, როგორებიც არის მზის ენერგია, ქარის ენერგია და გეოთერმული წყლები“.

„ამ გზით, შეასაძლებელი იქნება საბიუჯეტო შენობების ენერგოუზრუნველყოფის წლიური ხარჯის (200 მილიონი ლარი) განახევრება. ამავე დროს, სათბობ ენერკეტიკაში საშეშე მასალის 25%-იანი ხვედრითი წილის მნიშვნელოვნად შემცირება. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ მხარს უჭერს ჰიდრო-ენერგო რესურსების მაქსიმალურად რაციონალურ ათვისებას, როგორც განახლებადი ენერგიის ძირითადი წყაროს, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება გიგანტური კაშხლების მშენებლობას და სხვა ენერგოპროექტებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნის გარეშე,“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე - მწვანე ენერგეტიკა ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა