გიორგი კვირიკაშვილი - მინერალური და ქიმიური სასუქების გამოყენება დიდი პრობლემაა

მინერალური და ქიმიური სასუქების გამოყენება დიდი პრობლემაა, ხდება ნიადაგის გამოფიტვა, ბინძურდება გარემო და შემდეგ ჩვენ ვიკვებებით იმ საკვებით, რომელიც ამ ყველაფერს შეიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტის“ დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით და ის ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ჰუმინურ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.

"მინერალური და ქიმიური სასუქების გამოყენება დიდი პრობლემაა, ხდება ნიადაგის გამოფიტვა, ბინძურდება გარემო და რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ შემდეგ ვიკვებებით იმ საკვებით, რომელიც ამ ყველაფერს შეიცავს. ამ საწარმოში წარმოებული პროდუქცია კი არის ბიოლოგიურად სუფთა. საქართველოს ნიშა, ექსპორტისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის ის, რომ ჩვენ დავიმკვიდროთ ბიოლოგიურად და ორგანულად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, ადგილობრივი მეცნიერების მონაწილეობით შექმნილი დანადგარები, რომლითაც აღჭურვილია საწარმო, იმპორტის შემთხვევაში 25-30 მილიონი აშშ დოლარი დაჯდებოდა, მაშინ, როდესაც ეს დაახლოებით 7 მლნ. დოლარის ინვესტიციით გახდა შესაძლებელი.

"ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ახალმა ტექნოლოგიებმა და ქართველმა მეცნიერებმა შექმნან საწარმო, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა სოფლის მეურნეობის განვითარებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ამჟამად 120 ადამიანი მუშაობს, თუმცა ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება. პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, საწარმო დაფინანსებულია ბანკი "ქართუს" მიერ. მასში მოქმედებს ცენტრალური ლაბორატორია, სადაც მუდმივად ახალი ტექნოლიგიების შესწავლა და მიკრობიოლოგიური პრეპარატების შემუშავება მიმდინარეობს. ასევე, ლაბორატორია ახორციელებს პროდუქციის კონტროლს, როგორც წარმოების პროცესში, ისე საბოლოოდ, რაც მომხმარებლისთვის გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

”პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის