დეკანოზი დავით ლასურაშვილი - მოვედით, რათა პროტესტი გამოგვეთქვა, რომ ერეტიკოსი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან

ჩვენ მოვედით, პროტესტი გამოგვეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ერეტიკოსი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან ე. წ. მოციქულებრივი მისიით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა სვეტიცხოვლის მონასტერთან განუცხადა, სადაც რამდენიმე სასულიერო პირისა და მორწმუნეების ნაწილის აქცია გაიმართა.

მამა დავითის თქმით, მათ ბუნებრივი პროტესტი გააჩნდათ იმის მიმართ, რომ პაპი საქართველოში 21-საუკუნოვან მართლმადიდებელ ქვეყანაში საქადაგო მისიით ჩამოვიდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პროტესტი უნდა გამოგვეთქვა და გამოვთქვით კიდეც. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მწვალებელ კაცს ერთი ორი შეგონების შემდეგ განეშორეო, ასევე მოციქული წმინდა წერილში ამბობს, რომ მას, მწვალებელ კაცს გიხაროდენიც არ უთხრა, ანუ გამარჯობითაც კი არ მიესალმო. ლაუდიკიის კრების მეექვსე კანონი გვეუბნება, რომ მწვალებელი კაცი, თუ ის არ მიატოვებს თავის მწვალებლობას, ეკლესიაში არ უნდა შეუშვა. ჩვენ მოვედით, რომ ჩვენი პროტესტი გამოგვეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროტიკოსი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან, თან ჩამოვიდა ე.წ.მოციქულებრივი მისიით, რომ აქ უნდა იქადაგოს და უნდა იქადაგოს სად, 21-ე საუკუნოვან მართლმადიდებელ ქვეყანაში. ეს არის აბსურდი, ეს არის ნონსესი, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბუნებრივი პროტესტი გაგვაჩნია ამის მიმართ. ეს პროტესტი გამოვხატეთ კიდეც“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს