კაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ”ინტრპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურდიან აცნობეს, მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, აშენდება ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, როგორც აუცილებელი შიდა, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვენილობის სისტემებით, ასევე, საჭირო ავეჯით. მოეწყობა ავტოსადგომი,რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეკლესიამდე მისასვლელ გზას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს. უკვე მოწყობილია ღია გადასახედი ტერასა ტურისტებისათვის. დასრულებულია მონასტრის გალავნის რესტავრაციისა და სამრეკლოს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები, დაგებულია ქვაფენილი, მონასტერთან მისასვლელ სამანქანო გზაზე დასრულდა 45 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა და ასფალტის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

”რეაბილიტირებული კაცხის სამონატსრო კომპლექსი მეტი ტურისტის მოზიდვის საფუძველი გახდება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის