საავადმყოფო „გორმედის“ დირექტორი სოფელ მეჯვრისხევიდან სტაციონარში ორი დაჭრილი პირის შეყვანას ადასტურებს

ცოტა ხნის წინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა აბაშიძემ გააკეთა განცხადება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, მეჯვრისხევისა და ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას გორის მუნიციპალტიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, გვარად ტატიაშვილმა ორ პირს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლექსო ბუჯიაშვილია.

საავადმყოფო „გორმედის“ დირექტორი გია სვანაძე სოფელ მეჯვრისხევიდან სტაციონარში ორი დაჭრილი პირის შეყვანას ადასტურებს. მისი თქმით, ორივე მათგანი ნაკვეთი ჭრილობებით მოათავსეს საავადმყოფოში.

„ერთ-ერთი დაზარალებული შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ გაეწერა, მეორეს კი ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და ამჟამად პოსტოპერაციულ მკურნალობას გადის“, - განაცხადა გია სვანაძემ.

თავად ბუჯიაშვილი სხეულის დაზიანების და სტაციონარში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა, არც ჟურნალისტებთან შეხვედრას თანხმდება. სოფელში კი ამბობენ, რომ საავადმყოფოში სწორედ საკრებულოს წევრი ლექსო ბუჯიაშვილია მოთავსებული.

რამდენიმე წუთის წინ „გორმედში“ პოლიციელებიც მივიდნენ.

გორის რაიონში გამგებელმა საკრებულოს წევრი დაჭრა?

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის