ხაშურში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ხაშურში კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობის მხარდასაჭერად, ხაშურის გამგეობამ შენობის რეაბილიტაცია პრიორიტეტად მიიჩნია. კულტურის სახლი ათწლეულების განმავლობაში არ გარემონტებულა.

მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, გამგეობის დაფინანსებით, გამოიცვალა შენობაში შესასვლელი კარი. წელს კი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობის ამორტიზებული ელემენტების დემონტაჟი და სამშენებლო სამუშაოები.

ამ დროისთვის გამოცვლილია ნაწილი კარ-ფანჯარა, შესასვლელის ჭერი, მიმდინარეობს შიდა კედლების დამუშავება. შენობაში დაიგება პარკეტი, ცენტრალური შესასვლელი და კიბის საფეხურები მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით, მოწესრიგდება პანდუსი. შენობაში დაგეგმილია ელექტროტექნიკური სამუშაოებიც, მოეწყობა შიდა კანალიზაცია და წყალმომარაგება, მოწესრიგდება სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის მოწყობა, შეკეთდება შენობის სახურავი და მოეწყობა გარე განათება.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 214 999 ლარი გამოყო. ხაშურის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა