სახელმწიფო მუზეუმში ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, დღეს ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღესვე მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 140-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა), მათ შორის უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად იფინება. ნამუშევართა დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა.

მათივე ინფორმაციით, გამოფენა, რომელიც 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ლალი ზამბახიძე 1941 წელს დაბა ჩოხატაურში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1966-67 წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქტორი, ხოლო 1967-90 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ ილუსტრატორი იყო. ლალი ზამბახიძე 1971 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1996-2003 წლებში მხატვართა კავშირის მდივანი, გრაფიკის სექციის თავმჯდომარე. 1967 წლიდან დღემდე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 2003-06 წლებში კი დაზგური გრაფიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე. იგი მუშაობს აკვარელის, აკრილის, ოფორტის, მონოტიპიის და სხვა შერეულ ტექნიკებში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე