თაღლითობის ფაქტზე „კორსტანდარტ ბანკის“ დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი დააკავეს

პროკურატურამ კრედიტის უკანონო მიღების, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, კრედიტის უკანონო მიღების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სს „კორსტანდარტ ბანკის“ დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი ირაკლი აბშილავა დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ირაკლი აბშილავას ბანკის დეპოზიტორთა მონაცემებთან წვდომა ჰქონდა. 2013 წლის 4 აპრილს, მისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე მ.ჯ.-ს მიერ ამავე ბანკში დეპოზიტზე 800 000 აშშ დოლარის განთავსების შესახებ. ირაკლი აბშილავამ გადაწყვიტა მ.ჯ.-ს დეპოზიტზე არსებული თანხის უზრუნველყოფით იმავე ბანკის ფილიალიდან სესხის აღება. ამ მიზნით, დაამზადა ყალბი დოკუმენტაცია, რომელთა გამოყენებითაც 2013 წლის 4 აპრილს მიიღო 655 000 აშშ დოლარის ოდენობის უკანონო კრედიტი. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ირაკლი აბშილავამ ფულადი თანხები წარმართა წინარე პერიოდში აღებული სხვა კრედიტების გადასაფარად. ამასთან, ირაკლი აბშილავამ, იმავე დეპოზიტზე განთავსებული თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქე მ.ჯ.-ს მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტაციაზე და 2014 წლის 4 აპრილს დაეუფლა დეპოზიტზე განთავსებულ 759 800 აშშ დოლარს“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მათივე თქმით, ირაკლი აბშილავას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონოდ მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა