საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი - საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა

არაბულენოვანი გაზეთი „ალ-მადინა“ საქართველო - საუდის არაბეთის ორმხრივ ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის და ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე წერს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა, ხოლო საუდელებმა 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველო მოინახულა 20 ათასზე მეტმა საუდელმა ტურისტმა და 6500-მა საუდის არაბეთში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის საუდელ ტურისტთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწიოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიდინარე წლის ზაფხულში ქართულმა ავიაკომპანიამ პირველად დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება საუდის არაბეთის ქ. დამამიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისის მიმართულებით. ელჩის განცხადებით, საელჩო მუშაობს, რათა სამომავლოდ ტურისტების ნაკადისა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით დაინიშნოს პირდაპირი რეისები ქ. რიადის მეფე ხალიდის და ქ. ჯედას მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

ინტერვიუში ელჩმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო საუდელთათვის წარმოადგენს ახალ ტურისტულ მიმართულებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა ვიზის გარეშე და ერთი წლის განმავლობაში დარჩენა. რაც შეეხება სამეფოში მცხოვრებ ექსპატრიატებს, მათ ასევე შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე შესვლა ბინადრობის ნებართვით და ქვეყანაში დარჩენა 3 თვის განმავლობაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის