ლევან იზორია - ხომალდი „USS Mount Whitney“ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმბოლო

ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი „USS Mount Whitney“ შემოვიდა. აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „USS Mount Whitney“ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. აღნიშნულ ვიზიტს აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი რეგულარულად დაგეგმილი გადაადგილების ფარგლებში ახორციელებს.

„ეს გემი არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმბოლო არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ერთა შორის მეგობრობის საკითხშიც. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან. სწორედ ეს გემი დაუდგა ქართველ ხალხს გვერდით რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა. აშშ აგრძელებს მეგობრობის დიდ ტრადიციებს და დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. მე მინდა ასევე ხაზგასმით ავღნიშნო ვარშავის სამიტის შემდეგ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ბუნებრივია ამ კონტექსტში ამ ხომალდის ვიზიტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ვიზიტების დროს, საქართველოში ყოფნის პერიოდში ამერიკელმა მეზღვაურებმა ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად ძებნისა და სამაშველო წვრთნები გამართა. ქართველი მეზღვაურებისთვის ასევე ჩატარდა ტრენინგები საზღვაო ოპერაციების კანონის შესახებ.

„USS Mount Whitney“-ის ოპერაციების მიზანია, აშშ-ის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და მათი მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა. ამერიკული ხომალდი საქართველოს ქვეყანას 15 ოქტომბერს დატოვებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის