22-23 ოქტომბერს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის“ ქსელში შემავალი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს.
“ევექსის“ ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ტრავმა-ორთოპედიულ პაციენტებს, რომლებსაც ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა ტიპისა და ხანდაზმულობის პრობლემები, მათ შორის: ნებისმიერი სირთულისა და ხანდაზმულობის მოტეხილობა, მენისკის და იოგოვანი აპარატის დაზიანება, სხვადასხვა სახის ამოვარდნილობები, სახსრების ართროზები და ართრიტები აწუხებთ, კლინიკის წამყვანი ექიმებისგან უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდებათ.
აქციის ფარგლებში უფასო იქნება რენტგენოლოგიური კვლევა, ხოლო სახსრის ულტრაბგერით (ექო) კვლევაზე 60%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
”ევექსის” ცნობით, ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებზე გაიცემა რეკომენდაციები და შეთავაზებული იქნება მკურნალობის უახლესი მეთოდები, ასევე ადგილზე გაიცემა დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საჭიროებისამებრ წარსადგენად.
ღია კარის დღე ორი დღის განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.