ჰიბრიდული Toyota RAV4 - ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”. ”ტოიოტა” რავ4 -ის ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც იაპონელმა ავტომწარმოებლებმა უგზოობის და მსუბუქი ავტომობილის მახასიათებლების შეზავებით საფუძველი ჩაუყარეს, ახალ კლასს ავტო ინდუსტრიაში - კომპაქტურ კროსოვერს. ამრიგად, პირველი RAV4-ით, სწორედ ”ტოიოტაა” იმ კლასის ფუძემდებელი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.

ამ 22 წლის განმავლობაში იაპონელებმა RAV4-ის (Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive) ოთხი თაობა გამოუშვეს და ყოველ მათგანს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, გამძლე, ხარისხიანი და ეფექტიანი ქროსოვერის სახელი აქვს. სწორედ ამიტომ, RAV4 თავისი კლასის ერთ-ერთი ბესტსელერია და აქვს ყველაზე მაღალი ნარჩენი ღირებულება, რადგან მეორად ბაზარზეც უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს.

დღესდღეობით, ”ტოიოტა” მომხმარებელს მეოთხე თაობის RAV4-ს თავაზობს, რომელიც 2013 წლიდან იწარმოება. 2016 წლიდან კი, RAV4-ის ჰიბრიდულ ვერსიაც გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური, კომფორტული და ეკოლოგიური კროსოვერია.

უმთავრესი ინოვაცია, რა თქმა უნდა, ”ტოიოტას” გამოცდილი, ერთ-ერთი მოწინავე და სანდო ჰიბრიდრული სისტემაა. ჰიბრიდული სისტემა შედგება ბენზინის 2,5-ლიტრიანი ძრავისგან (114 კვტ, 155 ცხენის ძალა) და ელექტრომოტორისგან (55 კვ), რომლებიც საერთო ჯამში 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,3 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე (ელექტრონულად შეზღუდული) კი 180 კმ/სთ-ია.

”ტოიოტას” პოპულარული კომპაქტური SUV აღჭურვილია 4x4 სისტემით. ამ სისტემას უკანა ღერძზე დამატებითი ელექტრომოტორი აქვს, რომელიც საქმეში საჭიროების შემთხვევაში ერთვება. ჰიბრიდული RAV4-ის საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 5,7 ლიტრია.

ჰიბრიდული RAV4 ელექტრონული, უსაფეხურო გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. უკანა თვლები მოძრაობაში მოჰყავს ელექტრომოტორს, რომელიც უკანა ღერძზეა განთავსებული. გარდა ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღესდღეობით ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის, RAV4 Hybrid, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ყველა იმ თვისებით, რის გამოც მომხმარებელს Toyota RAV4-ის ჩვეულებრივი ვერსია უყვარს. ეს არის ქალაქის კომფორტული და პრაქტიკული ქროსოვერი (საბარგულის მოცულობა: 501 ლიტრი), თანამედროვე ტექნიკის სრული არსენალით, ბოლო თაობის მულტიმედია სისტემებითა და ”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებით - საიმედოობა, გამძლეობა და ფასი/ხარისხის საუკეთესო ბალანსით.

თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ ”ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებელია, რომ ავტომობილი შეიძინოთ „ტოიოტას“ ოფიციალური დილერისგან: ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”.

Toyota RAV4 Hybrid-ის ღირებულება ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან 30,400 აშშ დოლარია.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის