თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია ”ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა” ჩატარდა.
ლექცია თსსუ-ს ვიცე რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი კოხრეიძემ წაიკითხა.
მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.
”ჩვენ ძუძუს კიბოს პრობლემებზე ვისაუბრეთ. მთელ მსოფლიოში აღინიშნება ვარდისფერი ოქტომბერი, რომელიც მიძღვნილია ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მთელი ამ შემოქმედებითი პროცესის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ წელს მასპინძლობს ვარდისფერ ოქტომბერს, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. ძალიან ბევრი გოგონაა, რომლებსაც ასევე, სამწუხაროდ შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ სარძევე ჯირკვლების მხრივ და ინფორმირებულობა მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს”, - განაცხადა ირაკლი კოხრეიძემ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ძუძუ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებას მართავს.